რა არის შემოქმედებითი ინდუსტრიები?

  • შემოქმედებთი ინდუსტრიები – სექტორი, რომელიც ახორციელებს მხატვრული და შემოქმედებითი ხასიათის პროდუქტისა და მომსახურების წარმოებასა და გავრცელებას, განურჩევლად მათი კომერციული ღირებულებისა, და სხვადასხვა ინდუსტრიულ საქმიანობას, რომელიც შემოქმედებით და მხატვრულ ძალისხმევას ემყარება, ან/და იყენებს კულტურას, როგორც რესურსს ინდუსტრიული პროდუქტის შექმნაში.
*საქართველოს კულტურის სტრატეგია 2025

რამდენი შემოქმედებითი ინდუსტრია არსებობს საქართველოში? 

  1. არქიტექტურა  - არქიტექტურული საქმიანობა; საინჟინრო და ტექნიკური მომსახურება;
  2. დიზაინი და მოდის ინდუსტრია - სპეციალიზირებული დიზაინერული საქმიანობა (ინტერიერის, ინდუსტრიული, გრაფიკული დიზაინი; მოდის ინდუსტრია;
  3. სახვითი ხელოვნება   - არტისტული შემოქმედება (ფერწერა, სკულპტურა, ფოტოგრაფია, ახალი მედია ხელოვნება და ა.შ.; სახელოვნებო ორგანიზაციებისა და ინსტიტუციების შემოქმედებითი ინდუსტრიული საქმიანობა);
  4. კინო და ვიდეო - კინო ფილმების, ვიდეო და სატელევიზიო პროგრამების პროდუქცია, პოსტ- პროდუქცია და დისტრიბუცია;
  5. კულტურული მემკვიდრეობა - მუზეუმის აქტივობები; საბიბლიოთეკო და საარქივო მომსახურებები; ისტორიული ნაგებობების და ადგილების პრეზერვაცია; ბუნებრივი ნაკრძალების, ბოტანიკური, ზოოლოგიური და გასართობი პარკების ინდუსტრია;
  6. ლიტერატურა და საგამომცემლო ინდუსტრია - ჟურნალები და პერიოდული გამოცემები; წიგნების გამოცემა; მეორადი წიგნების გაყიდვა; თარგმნა; წიგნების და ნაბეჭდი პროდუქციის გაყიდვა; სპეციალიზირებულ მაღაზიებში; ელექტრონული წიგნების წარმოება და დისტრიბუცია;
  7. მედია და მაუწყებლობა - რადიო მაუწყებლობა; სატელევიზიო მაუწყებლობა; ინტერნეტ მაუწყებლობა;
  8. მუსიკა - მუსიკალური ინსტრუმენტების წარმოება; მუსიკის ელექტრონული კომერცია; მუსიკალური და ვიდეო ჩანაწერების გაყიდვა; სპეციალიზირებულ მაღაზიებში; აუდიო ჩანაწერების წარმოება და მუსიკის პროდუქცია; მუსიკალური ინსტრუმენტების გაყიდვა სპეცილიზერბულ მაღაზიებში; ცოცხალი შესრულება;
  9. რეკლამა - სარეკლამო სააგენტოების მომსახურება, საზოგადოებასთან ურთიერთობები, კომუნიკაცია, სარეკლამო პროდუქციის წარმოება; მედია რეპრეზენტაცია; საკონსულტაციო საქმიანობა;
  10. საშემსრულებლო ხელოვნება - საშემოსრულებლო ხელოვნების დარგები - თეატრი, ცეკვა, ბალეტი, ცირკი, საოპერო და მუსიკალური წარმოდგენები; საშემსრულებლო ხელოვნების ხელშემწყობი აქტივობები; გასართობი ინდუსტრია და ფესტივალები;
  11. სახელოვნებო და კულტურული განათლება - სახელოვნებო და კულტურული განათლების ინდუსტრია;
  12. ციფრული ტექნოლოგიების ინდუსტრია - კომპიუტერული პროგრამების, ვებ პორტალებისა და აპლიკაციების შექმნა; მონაცემთა ბაზები; კომპიუტერული მედიის წარმოება და რეპროდუქცია; კომპიუტერული თამაშების პროდუქცია; პროგრამირება; ინოვაციური ტექნოლოგიური სერვისების და პროდუქციის შექმნა;
  13. გასტრონომია და კულინარიული ინდუსტრია - კულინარიული განათლება; ორგანული, ადგილობრივი და ინოვაციური სტარტაპები კვებისა და კულინარიის მიმართულებით;
  14. რეწვა - ტექსტილი, კერამიკა, ხის, მეტალის, მინის, ტყავის ნაწარმი და სხვა;

© Copyright 2021 Creatives.ge - All Rights Reserved

This web page was created with Mobirise